რუსმა სამხედროებმა ხარკოვში განხორციელებული ავიაიერიშების დროს, ერთ-ერთი სკოლა დაბომბეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ მედიაში ვრცელდება:
“შემზარავი კადრები ხარკოვის სკოლაზე რუსული თავდასხმის შემდეგ. ფანჯრები – ჩამსხვრეული; ხვრელები კედლებში”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციებში.
CNN-ის ცნობით, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე.
დაბომბვების შედეგად, მხოლოდ გასულ დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინული მედია: ხარკოვში საჰაერო განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა
ხარკოვის დაბომბვისას ეუთოს წევრი ოჯახისთვის მარაგის აღებისას დაიღუპა
უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: