„ჩვენი ოჯახის“ ეთერში საუბრობდნენ ოჯახში შექმნილი კრიზისების შესახებ.
გადაცემის წამყვანმა, რუსკა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ მეუღლესთან, სანდრო ნიჟარაძესთან 11-წლიანი ურთიერთობის პერიოდებში კრიზისები არცთუ იშვიათად ჰქონია.
„რვა წელია, უკვე უღელში ვარ, 11 წელია, ზოგადად, რაც ერთად ვართ და არის ხოლმე ხშირად კრიზისული პერიოდები. მაინტერესებს, რა ხერხებია იმისთვის, რომ ეს პერიოდები გადალახო, რადგან ამისი მეთოდები არ ვიცი… ძირითადად, კრიზისები მე მეწყება ხოლმე… ჩემი პრობლემა ზოგადად საუბარია, მე არ მინდა ხოლმე ამ ყველაფერზე საუბარი არც მერე… მაქსიმალურად ვწელავ დროს, რომ ამაზე არ ვისაუბრო, არადა, ვიცი, რომ ლაპარაკი მნიშვნელოვანია. ყოველთვის გავურბივარ ამ საუბარს“, აღნიშნა რუსკამ.