მსახიობი ია ფარულავა ანრი ჯოხაძეს წარმატებულ სოლოკონცერტის ჩატარებას ულოცავს და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრის კონცერტზე მისვლა ვერ მოახერხა.
„სად ხარ ქალღმერთოო და აქ ვარ. გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის ბრწინვალე სოლოკონცერტი ჩატარდა. სასწაული იყო ეს ნამდვილი.
მქონდა ერთი ბილეთი, სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოვახერხე მისვლა. ანრი, გილოცავ ამ დიდ წარმატებას. შენ ხარ დიდი ნიჭისა და უშრეტი ენერგიის ადამიანი. ძალიან დახვეწილი გემოვნების ადამიანი, რომელიც გუშინ მართლა სასწაული მოახდინა ფილარმონიაში. ბრავო და გილოცავ“. – ამბობს ია ფარულავა.
ვიდეო: ანრი ჯოხაძის დუეტი ეკა კახიანთან და ნინი ბადურაშვილთან – მომღერლები სცენაზე ბრწყინავენ