ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალმა საზოგადოებისთვის ნაცნობი ჰიტები შეასრულა. მეგობრებთან და დასთან ერთად შესრულებულმა დუეტებმა საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.
ბაბი კირკიტაძესთან ერთად ანრიმ კიდევ ერთხელ შეასრულა „სიყვარული დაფრინავს“, რა დროსაც ბაბი დარბაზში რეალურად „დაფრინავდა“.
სოციალურ ქსელში კონცერტიდან არაერთი კადრი გავრცელდა.
მომღერალი უამრავ დადებით კომენტარებს იღებს:
„ანრი ყოველთვის ბევრს მუშაობს“,
„საოცარი კონცერტი იყო“,
„ულამაზესი დუეტები შეასრულა“, – წერენ სოციალურ ქსელში.