2025 წლის 14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
ახალი წლის მოსვლა მათი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან როგორც თავად სოციალურ ქსელში წერენ, გოგოები ახალი წლის აღნიშვნისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
სალომე გორგაძის დედა გულნაზი გორგაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„სალო დე, სად უნდა წავსულიყავი 12 საათზე და ვისზე უნდა მიმელოცა. თუ არა შენზე დე… ჩემო შვილო, პირველი ახალი წელია შენს გარეშე სალო. საერთოდ😭 არაფერი მახარებს დე, მაგრამ რას ვიზამ…
გასულ წლის ახალ წელს რა ბედნიერი იყავი დე ფეიერვერკების დროს ისე წიოდი და იცინოდი მათი ხმა გადაფარე შვილოო💔და წელს სასაფლაოზე მოგილოცე დედი 😭
პირველ საათზე ამოგაკითხე რომ მომელოცა დე შენს გულზე თოვლი რომ ვნახე, გული გამეყინა დე, ჩემო თბილგულა გოგო… ცივი და თეთრი თოვლი გეფინა დე 💔შენს სურათს როგორ ასველებდა წვიმა დე, შენ ამას არ იმსახურებდი დე არაა… იმ დედებს ესმის ჩემი ვისაც ჩემ შვილისთანა ანგელოზი უწევს საფლავში და იქ მიულოცა… ყველა იმ დედას ისურვებ გამძლეობას და მოთმენას… ამ სიმწარეს არ აქვს ის სიტყვები რაც განუგეშებს ასე რომ. ჩემნაირ დედებს ულოცავ. 😭😭😭💔💔💔“, – წერს გულნაზი გორგაძე.
