ავიაკომპანია Air France-KLM-მა პარიზი-მონრეალის რეისი ბიოსაწვავზე მომუშავე Airbus A350-ის საჰაერო ხომალდით განახორციელა, რათა ეჩვენებინა ავიაკომპანიის მზადყოფნა დაბალი ემისიის საწვავზე გადასვლის მზადყოფნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Air France-ს რეისი 342 პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან 16%-იანი სუფთა საავიაციო საწვავის (SAF) ნაზავით აფრინდა, რომელიც Total-ის მიერ კულინარიული ზეთისგან იყო წარმოებული.