LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საღორეში დედამისი მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა… ბავშვი ამბობს, 5 დღე ვიტანჯებოდიო“ – ინტერვიუ 7 წლის ბავშვის მამიდასთან

1544
Untitled design (1)

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც არასრულწლოვანს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

„პირველებმა“ ინტერვიუ 7 წლის ბავშვის მამიდასთან ჩაწერა. ქალი ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ძმის შვილი დედამ და ბებიამ იმისთვის დაამწყვდიეს, რომ არასრულწლოვანის სხეულზე არსებული ძალადობის კვალი მეზობლებს არ ენახათ.

მისივე თქმით, მოზარდს საღორეში დედამისი მხოლოდ წყალს და პურს აწვდიდა – „ბავშვი ამბობს, 5 დღე ვიტანჯებოდიო“.

„ბავშვი ამ დაზიანების მერე დაუმწყვდევიათ საღორეში, რომ არავის არ ენახა. რომ არავის არ დაენახა ის დაზიანებები, რაც მიაყენეს ბავშვს. თან სკოლაშიც არ უშვებდნენ, ამ საღორეში დედამისი აწვდიდა მარტო წყალს და პურს. 5 დღე ვიტანჯებოდიო, ბავშვი ამბობს. გაქცეულა და უნახია ხალხს, მერე შეშინდა და ტყე-ღრეში გაქცეულა, სასაფლაოებით, ხილნარით და გამოსულა დედაჩემის სახლთან. 1-1.5 კმ უვლია. ვითხოვ, რაც კანონით ეკუთვნის, დაისაჯოს ეს ორი ადამიანი“, – ამბობს მამიდა.

magti 5g