რას იწვევს საკუთარი თავის გადაჭარბებული კრიტიკა და როგორ ვებრძოლოთ ამ ჩვევას – ამის შესახებ ტრენერმა, სპიკერმა და მენეჯმენტის სპეციალისტმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, „თამბაქოზე, ალკოჰოლსა და სხვა მავნე ჩვევებზე უარესი საკუთარი თავის გაკრიტიკების ჩვევაა“.
„დღეში საკუთარ თავს 50 000 სიტყვას ეუბნები, თავისუფალ დროს იშლება დავთრები: აბა ეს როგორ ქენი, გასული კვირის მიმოხილვა… არასაჭირო სტრესის მოყვანა.
ცხოვრებაში საკმარისია საჭირო სტრესი, რომელიც გსტრესავს, არასაჭირო სტრესი კი ჰიპოთეტურია – შენს ტვინს უნახავს უბედურება, რომელიც არ მომხდარა, საიდან უნახავს? შენ მოუყევი, ჰო და, დაანებე თავი. თუ ამისთვის დაკავებულობა გჭირდება – დაკავდი. ზოგი მედიტაციაში, ზოგი ლოცვაში ახერხებს, რომ იყოს თავისუფალი და საკუთარი თავი მიწასთან არ გაასწოროს“, – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.
🤬😰 საკუთარი თავის გადაჭარბებულ კრიტიკას მივყავართ არასაჭირო სტრესამდე🤬😰 საკუთარი თავის გადაჭარბებულ კრიტიკას მივყავართ არასაჭირო სტრესამდე , როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ცხოვრებაზე !
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 02 ივნისი, 2025