LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე ღვინიაშვილის მთავარი რჩევა მამაკაცებს: „ცხოვრებისული გამოცდილება მეტ შინაარსს აძლევს…“

1394
სალომე ღვინიაშვილი

ტელესახე, დიზაინერი და მოდელი სალომე ღვინიაშვილი „იმედზე“ თეონა თავართქილაძის რუბრიკას ესტუმრა და ბევრ შეკითხვას უპასუხა თავის მოვლასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან და მამაკაცებთან დაკავშირებითაც.

კითხვაზე, რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი, სალომე პასუხობს:

„მე ვფიქრობ, ასაკი სილამაზეს არ აქვს. ქალი მაშინ არის ლამაზი, როდესაც არის ბედნიერი. სიბრჭყვიალე მაშინ აქვს, შიგნიდან მოდის. ყოველთვის მინდა, მამაკაცებს ვურჩიო, ვუთხრა, რომ მათ გვერდით მყოფი ქალები გააბედნიერონ. ყველა ასაკში შეიძლება, ქალი ლამაზი იყოს, მაგრამ ჩემთვის ქალები 50 წელს ზემოთ განსაკუთრებით ლამაზები არიან, ცხოვრებისული გამოცდილება მეტ შინაარსს აძლევს“.

სალომეს ასევე ჰკითხეს ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის შესახებ, რომლებიც ყველა კრიტერიუმით მოსწონს:

„მამაკაცებს შორის დავასახელებდი ზურას, მომწონს გარეგნობით, ხასიათით და ცხოვრების სტილით. ერთი ქალის გამორჩევა გამიჭირდება…“

„შენ და მე“ – სალომე ღვინიაშვილი ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ვიდეოს აქვეყნებს

ფოტო: სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის რომანტიკული ჩახუტება

სალომე ღვინიაშვილის მხურვალე გულშემატკივრობა და რომანტიკული კოცნა ხიზანასგან – რა კადრებს გვიზიარებს ცნობილი მოდელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g