LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ღვინიაშვილის მხურვალე გულშემატკივრობა და რომანტიკული კოცნა ხიზანასგან – რა კადრებს გვიზიარებს ცნობილი მოდელი

22908
BeFunky-collage (11)

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.

ვილი სანიოლის გუნდმა დინამო არენაზე გიბრალტარს 4:0 სძლია.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ეროვნული სტადიონი გულშემატკივრით იყო სავსე.

მათ შორის კი, რა თქმა უნდა, იყო ნაკრების მწვრთნელის, ზურა ხიზანიშვილის მეუღლე, ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი, რომელიც საქართველოს მაყურებელთა რიგებიდან ქომაგობდა.

ამის შესახებ სალომეს “ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი.

მოდელი ვიდეოებს გვიზიარებს, სადაც დაფიქსირებულია ზურა ხიზანიშვილიც, რომელიც მეუღლეს სტადიონიდან კოცნას უგზავნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები