სალომე ღვინიაშვილი პოდკასტის „Beauty Talks – Natali Group“ სტუმარია, რომლის ეთერშიც საინტერესო ამბავს გვიყვება.
როგორც მოდელი ამბობს, მისი დის უწყინარი ტყუილის შედეგად ცხვირის ოპერაცია არ გაიკეთა და ეს ფაქტი დღეს ძალიან ახარებს.
„მქონდა პერიოდი, როდესაც ცხვირის ოპერაციის გაკეთება გადაწყვეტილი მქონდა. ჩაწერილიც ვიყავი ექიმთან და ჩემმა დამ დამირეკა, მერე გავიგე რომ მომატყუა. ასტროლოგთან ვიყავიო და მითხრა, რომ მაგ პერიოდში ოპერაციის გაკეთება არაფრით არ შეიძლებაო.
გადავდე და ძალიან მიხარია, რომ არ შედგა ეს ოპერაცია. ახლა ალბათ ძალიან ვინანებდი. აბსოლუტურად გადამიარა და საერთოდ აღარ მინდა. სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი ცხვირი“, – ამბობს სალომე ღვინიაშვილი.
