LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე კორკოტაშვილი საკუთარ სახლს თავად არემონტებს – როგორი დედაა მომღერალი: „ქუჩაში და-ძმა ვგონივართ…“

460
სალომე კორკოტაშვილი

სალომე კორკოტაშვილი „იმედის“ ახალ რუბრიკას ესტუმრა და ჟურნალისტის კითხვაზე, რომელ უცნობ ფაქტს გაუზიარებდა მაყურებელს საკუთარი თავის შესახებ, აღნიშნა, რომ ის საკმაოდ კარგი ხელოსანი აღმოჩნდა:

„დავიწყეთ რემონტი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაგარი ხელოსანი ვარ. სალომე შპალერაშვილი… მართლა. ისე ვერთობი. თან, მუსიკა გვაქვს ჩართული მთელ ხმაზე და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. ერთგვარი მედიტაცია ყოფილა, აგლეჯა, დალეწვა და ღებვა, ყველაფერი ერთად… ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, მაგარი გამოცდილებაა და კარგია…“

სალომე ამავე ინტერვიუში საუბრობს 14 წლის ვაჟის შესახებ, რომელიც ძალიან მაღალია. მომღერალი აღნიშნავს, რომ ისინი ქუჩაში და-ძმა ჰგონიათ:

„ძალიან მეგობრული და მშვიდი დედა ვარ. თუ დაიჯერებთ, მე და ზუკას არ გვიკამათია, ხმამაღლა არაფერი გვითქვამს, იმდენად მარტივად გვესმის ერთმანეთის. მშვიდად ვუხსნი ხოლმე. უკარგესი ბავშვი და ძალიან საყვარელია. მიყვარხარ, ზუკა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g