საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მოგზაურობას განაგრძობს.
გუშინ პრეზიდენტი სამეგრელოში იმყოფებოდა.
სამეგრელოში მოგზაურობისას პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად ელარჯი მოამზადა.
ზურაბიშვილმა სამეგრელოში მოგზაურობის ფოტოები და ვიდეო ინსტაგრამზე გააზიარა და კიდევ ერთხელ გვირჩია, რომ წელს საქართველოში ვიმოგზაუროთ და ჩვენი ქვეყანა აღმოვაჩინოთ.