ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.
შესრულდა პატრიარქის საგალობელი – „კირიე ლეისონ“. საგალობელი საოპერო მომღერალმა, ნინო სურგულაძემ შეასრულა.
ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამების ტაძარში მივიდნენ
