LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “სანამ ცოცხალი ვიქნები, მის თვალზე ცრემლს ვერ დაინახავენ, მხოლოდ ღიმილს” – ოზურგეთში ეტლით მოსარგებლე წყვილი დაქორწინდა

318
BeFunky-collage - 2022-10-25T232004.624

ოზურგეთში ეტლით მოსარგებლე წყვილი, ზაქარია მირიანაშვილი და თამუნა ლურსმანაშვილი დაქორწინდნენ.

როგორც “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემაში თამუნა საუბრობს, ეს ნაბიჯი დიდი ფიქრის შემდეგ გადადგა და გადაწყვიტა, რომ ბედნიერების უფლება აქვს.

“დიდი ფიქრის შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ მეც მინდა ვიყო ბედნიერი. ჩემთვის ეს თემა ტაბუდადებული იყო. ბედნიერება, სიყვარული, მოწონება არის, როდესაც ვიღაც შენზე ზრუნავს. მინდა მუდამ ასეთი ბედნიერი ვიყო, როგორც დღეს”, – საუბრობს თამუნა ლურსმანაშვილი.

მისი მეუღლე ზაქარია მირიანაშვილი ქორწინებით გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს და აღნიშნავს, რომ ეს დღე მისთვის ყველაზე ბედნიერია.

“სანამ ცოცხალი ვიქნები მის თვალზე ცრემლს ვერ დაინახავენ, მხოლოდ ღიმილს. როდესაც რაიმე უჭირს, ზუსტად იმავეს განვიცდი მეც”, – საუბრობს ზაქარია მირიანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები