ნიკა კუბლაშვილი ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული კადრებით გახდა.
17 წლის ნიკა კუბლაშვილმა დამახასიათებელი შესრულების მანერით, ხმის ტემბრით მალე მოხიბლა მსმენელი და შეაყვარა თავი. მის ხმას ხშირად ჰამლეტ გონაშვილსაც ადარებენ.
ამჯერად, ახალგაზრდა შემსრულებელი მის მსმენელს უზიარებს ახალ ვიდეოს, რომელშიც მღერის „ბინდისფერია სოფელი“.
„საოცრებაა“, „საამაყო ბიჭი ხარ“, „ძალიან კარგად მღერი“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
