LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საქართველო კიდევ უფრო წინ წავიდა – WHO “ფორტუნას” კითხვებს პასუხობს

167
FORTUNA.GE (8)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ Fortuna.ge-ს კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, როგორ მოახერხა საქართველომ პანდემიის მარტივად გადატანა და როდის უნდა ველოდოთ მეორე ტალღას, კლუგემ განაცხადა, რომ ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყო მოქმედება და ყველა იმ საჭირო ზომების გატარება, რაც საჭირო იყო კოვიდის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

კლუგეს თქმით, ახლა რთული პერიოდია მოსალოდნელი შემოდგომაზე, რომლისთვისაც ყველა უნდა მოემზადოს.

 

 

“კოვიდ-19 ზე ტესტირება, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ქვეყანაში ინფექცია გავრცელდებოდა. მარტიდან ასევე დაიწყო სოციალური დისტანციის დაცვა.

აღმოჩენა, იზოლაცია, ტესტირება და ზრუნვა კოვიდით ინფიცირებულებზე, ამის შემდეგ კონტაქტების გამოვლენა და გადამოწმება – ესაა მნიშვნელოვანი. საქართველო კიდევ უფრო წინ წავიდა – ეკონომიკური აღდგენის გეგმაც წარადგინა.

რაც შეეხება მეორე ტალღას, ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ტალღაში ვართ. არ ვიცით როდის დაიწყება მეორე ტალღა, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როცა კოვიდ 19-ს თან შეიძლება დაერთოს სეზონური გრიპები, პნევმონია. ვირუსი აქტიურად ცირკულირებს ჩვენს საზოგადოებაში ამ დრომდე ეფექტური მკურნალობა არ არსებობს, ეფექტური ვაქცინა არ არსებობს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი არ გავითქვიფოთ საზოგადოებაში და დავიცვათ წესები”, – განაცხადა კლუგემ.

 

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უპასუხეს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხებოდა. Fortuna.ge დაინტერესდა მათი აზრით, თუ როგორ უნდა დაიცვას რიგითმა მოქალაქემ წესები, როცა ავტობუსში უამრავი ხალხია და სოციალური დისტანციის შენარჩუნება ფიზიკურად ვერ ხერხდება.

კითხვას საგანგებო ოფიცერმა კატრინ სმალვუდმა უპასუხა და თქვა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები თანხვედრაშია მათ გზავნილებთან.

მანვე დასძინა, რომ სანამ ტრანპორტს გამოიყენებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ თუ რამდენად გჭირდებათ ის.

“სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა წესები აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისთვის. who-ს რეკომენდაციაა პირბადეების გამოყენებაა. როგორც ვიცი, საქართველოს მთავრობაც მოუწოდებს საზოგადოებას სამედიცინო ნიღბების ტარებისკენ, შესაბამისად, ჩვენს რეკომენდაციას მიყვებიან. თუმცა, მხოლოდ პირბადე არ არის თავდაცვის გარანტია. სულ მცირე, ერთმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვათ სხვა ადამიანისგან, ხშირად დაიბანოთ ხელები და კარგად გაიაზროთ რატომ იყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს”, – განაცახდა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g