აღფრთოვანებული დარბაზი და მხურვალე აპლოდისმენტები – ანასტასია და „რანინა“ საბავშვო ევროვიზიის დიდ სცენაზე წარდგნენ.
„საქართველოს გაუმარჯოს.. მიყვარხარ საქართველო..,“ – ამ შეძახილით დაასრულა ნიკოლოზ ხარატმა სიმღერა.
მონაწილეებმა მაყურებელს მადლობა გადაუხადეს.
ისინი საფრანგეთში, ნიცაში გამართულ კონკურსზე მეათე ნომრად გამოვიდნენ და სიმღერა Over The Sky შეასრულეს.