LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვღელავთ, გვინდა გამარჯვება.. თუ საქართველო გიყვარს ხმა უნდა მოგვცეთ“ – საბავშვო ევროვიზიის მონაწილეების ემოციები დიდ სცენაზე გასვალმდე

507
ევროვიზია

დღეს საბავშვო ევროვიზია 2023-ის ფინალი გაიმართება, ანასტასია და „რანინა“ ნიცაში, სცენაზე მეთექვსმეტე გამომსვლელები იქნებიან და სიმღერას Over The Sky შეასრულებენ.

გენერალური რეპეტიცია, რომელსაც ჟიური აფასებდა, კონკურსანტებმა გუშინ გაიარეს, თუმცა ქულები ჯერჯერობით ანონიმურია.

კონკურსის მსვლელობისას, მაყურებელს ხმის მისაცემად მხოლოდ 15 წუთი ექნება.

კონკურსი 19:00 საათზე დაიწყება.

„ჩვენ არ გავდივარ უბრალოდ კონცერტზე, ჩვენ გავდივართ საქართველოს სახელით, თუ საქართველო გიყვარს მაშინ მისთვის რაღაც უნდა გააკეთო, რაღაცის გაკეთებაში იმას ვგულისხმობ, რომ ხმა მოგვცეთ,“ – ამბობს ანასტასია ვასაძე.

„გაოცებული ვარ, ქართველების მხარდაჭერით. ღმერთი ამას არ დაგივიწყებთ, ვღელავთ, გვინდა გამარჯვება და საქართველოს აღიარება,“ – ამბობს ნიკოლოზ ხარატი.

„გაძლიერებული ძალებით ვემზადებით.. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გამოსვლა ჟიურის მოეწონოს და მოგვცეს ქულები“ – საბავშვო ევროვიზიის მონაწილეების ჩართვა საფრანგეთიდან

„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს მხარდაჭერა სჭირდებათ.. მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა! მინდა გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ, იაქტიურეთ და მიეცით ხმა“ – კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ხმა მიეცი საქართველოსhttps://vote.junioreurovision.tv/

 

პოპულარულები