დათო კენჭიაშვილმა ახლახან ბაქოში ზედიზედ სამი კონცერტი გამართა, რომლებიც ანშლაგებით წარიმართა.
მომღერალი ერთ-ერთი კონცერტიდან ვიდეოს გვიზიარებს და შთაბეჭდილებების შესახებ წერს:
„საქართველოს ოქროს ხმის ტრიუმფი ბაქოში“ – ასე შეაფასა აზერბაიჯანულმა მედიამ ჩემი პირველი გასტროლი ბაქოში – მე კი ორი დღეა ვცდილობ მოვძებნო სიტყვები, რომლითაც შევძლებ, ის ემოცია და ბედნიერება გადმოვცე, რითიც სავსე ვარ… სამი კონცერტი ანშლაგით – სამივე კონცერტზე ფეხზე მდგომი დარბაზი, ცრემლები, ტაში, სიყვარული და ერთობა – ის ერთობა, რომელიც მხოლოდ ხელოვნებამ შეიძლება გააჩინოს… მუსიკას არა აქვს ეროვნება, ასაკი, წარმომავლობა – ვტიროდი მე სცენაზე და ტიროდა მაყურებელი დარბაზში… მინდა, უდიდესი მადლიერება და სიყვარული გადმოგცეთ ყველას, ჩემს ერთგულ აზერბაიჯანელ მსმენელს, რომელმაც მე და ჩემი მეგობრები გულში ჩაგვიკრა… თავს გიხრით, მარად თქვენი დათო კენჭიაშვილი…“
