ახლა ჯონი დეპს, მარტივი პერიოდი არ აქვს, ის შელახული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს და სასამართლო პროცესზე მთელი ძალებით უწევს პაექრობას ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰარდს.
„ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ“ – კეიტ მოსის ჩვენება
თუმცა მაშინ, როდესაც ყველას ჰგონია, რომ 58 წლის დეპი პროცესზე იმყოფება, მსახიობმა განტვირთვა გადაწყვიტა და ამისთვის თავის საყვარელ საქმიანობას მიჰყო ხელი. ის მეგობართან, ჯეფ ბეკთან ერთად შეფილდში გაემართა და სცენაზე ჯონ ლენონის სიმღერის, Isolation ქავერიც შეასრულა. სცენაზე ოვაციები და აპლოდისმენტები არ წყდებოდა.
აღსანიშნავია, რომ როკ-პერფორმანსისთვის დეპმა იმიჯი შეიცვალა, მას თმა ქერად ჰქონდა შეღებილი, ეხურა ქუდი და ყოველდღიური მაისური ეცვა.
„ადამიანებს სურთ ჩემი ქალიშვილი მიკროტალღურ ღუმელში შესვან“ – ემბერ ჰარდის მორიგი სკანდალური ჩვენება