დეპი-ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესი მალე უნდა დასრულდეს, თუმცა, როგორი ვერდიქტს გამოიტანს 9 ნაფიცი მსაჯული, არავინ იცის. მედია ყოველდღიურად აშუქებს პროცესზე გაჟღერებულ ახალ დეტალებს.
„ის ყოველ დღე სვამდა, მან მე ღვინის ბოთლი მესროლა“ – ჯონი დეპის ყოფილი პარტნიორის სკანდალური ჩვენება
58 წლის მსახიობს, ჯონი დეპს საზოგადოებისგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს, ამას მოწმობს პროცესზე შეკრებილი ხალხი. მათ სასამართლოს შენობის ეზოში კარვები გაშალეს და იქიდან წასვლას არ აპირებდნენ. ემოციური იყო დეპისა და მისი ფანების შეხვედრაც, „ჯეკ ბეღურას“ თაყვანისმცემლები ქუჩაში შემოსულ მანქანას დიდი ოვაციებით დახვდნენ და დეპს გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდნენ. გახარებული ჯონიც დიდი სიყვარულითა და სითბოთი ეგებებოდა შეკრებილ ხალხს და მათ ხელს უქნევდა.
„ამდენი ხალხი ქვეყანაში რევოლუციასაც მოაწყობს“, „უდიდესი მხარდაჭერა აქვს ჯონს“, „ამდენი ხალხი სასამართლო პროცესზე არასდროს ყოფილა“, – ასე აფასებს მედია მომხდარ ფაქტს.