დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესზე ჯონი დეპის ყოფილი პარტნიორი, ელენ ბარკლი დაკითხეს და ის აშკარად დეპის წინააღმდეგ გამოვიდა. მსახიობი, რომელიც ჯონთან ერთად ფილმში „შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში“ თამაშობს, აცხადებს, რომ ჯონი გამუდმებით არაფხიზელი იყო და მასზე ერთხელ იძალადა კიდეც.
„ის ყოველ დღე სვამდა, უყვარდა წითელი ღვინო და მთვრალი იყო გამუდმებით, მოიხმარდა კოკაინს, მარიხუანას და ჰალუცინოგენებსაც. ერთხელ მან მე ღვინის ბოთლი მესროლა“, – აცხადებს ბარკლი და დეპს ძალაუფლების მოყვარულ და ეჭვიან მამაკაცს უწოდებს.
ცნობისთვის, წყვილის ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, ისინი ერთმანეთს 90-იან წლებში ხვდებოდნენ. ელენი ჯონზე 9 წლითაა უფროსი.
„მან კეიტ მოსი კიბეებზე დააგორა“ – ემბერ ჰარდის მორიგი სკანდალური განცხადება