LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საშიში ტრიუკი „ფორსაჟის“ სტილში – Corvette–მა სატვირთოს ქვეშ გაიარა

71
corvttttrck

მოყვარულმა მრბოლელმა სახელად C4drifter სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კასკადიორის ტრიუკს თავად ასრულებს. ძველი Chevrolet Corvette–ით მან სატვირთო ავტომობილის ქვეშ გაიარა და ილეთი მართლაც იდეალურად შეასრულა.

სპორტული პორტალის Motor1.com–ის ინფორმაციით, ტრიუკი მეოთხე თაობის „კორვეტით“ შესრულდა და მისი სიმაღლე 1177 მმ–ია. თუკი მძღოლი იგივეს Chevrolet Corvette–ის მერვე თაობის მოდელით გაიმეორებდა, წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევდა. საქმე ისაა, რომ ახალი სპორტქარის სიმაღლე 1234 მმ–ია, ანუ ძველ მოდელზე 5,7 სმ–ით უფრო მაღალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები