„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალურ ეპიზოდში, მოცეკვავეთა ცნობილმა წყვილმა, ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარ-გნარმა ემოციური ცეკვა შეასრულეს, რომელიც ოთომ დედის, ქალბატონი ნინელი კლდიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
ამ ცეკვას ეხმიანებიან მისი მეგობრები, მათ შორის, ტელესახე ნიკუშა ხაჩიძე, რომელიც წერს:
„სხვები ცეკვავენ და თქვენ ცეკვით საუბრობთ ![]()
კიდევ ერთხელ დამტკიცებული ამბავი, რომ ნომერი პირველები ხართ!
ქალბატონი ნინელი ყოველთვის ამაყობდა და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იამაყებს, რომ საუკეთესო შვილი გაზარდა…“
პროდიუსერი მაია გუნაშვილი კი აღნიშნავს:
„ყოველთვის, როცა თქვენს ახალ ცეკვას, კარიერულ სიახლეს, მორიგ წარმატებას ვაზიარებდით, ნინელი დეიდა პირველი ხედავდა და სიხარულით აღნიშნავდა… ყველაზე ამაყი დედა იყო – საუკეთესო მოცეკვავის და საუკეთესო შვილის აღმზრდელი და იმიტომ…
ცეკვაც ისეთია, როგორიც ქალბატონი ნინელი. დახვეწილი და უსაზღვროდ ლამაზი…
აბსოლუტურად უკონკურენტო ჩემპიონები ხართ…“
კოლეგების გამოსვლას „იმედზე“ ეხმიანება მოცეკვავე მზია ორველაშვილიც:
„ოთო, შენ ხარ სამაგალითო შვილი საუკეთესო დედის! ამ ცეკვის ყურებისას მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა… გამახსენა ყოველი შენი შემოსვლა ნინელი დეიდასთან ერთად, რომელიც სულ თბილად და ღიმილით შემოაღებდა ხოლმე დარბაზის კარს, ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიცოცხლესა და პოზიტივს აფრქვევდა. მე ვიცი შენი და თაკოს სიყვარული დედიკოსადმი. და მე დღეს თქვენთან ერთად ვტიროდი… მიყვარხართ!..“
შეგახსენებთ, რომ ოთო ფოლადაშვილის დედა 2025 წელს გარდაიცვალა…
