LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საზოგადოება არ გაჩერდება, მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს“ – ბაია პატარაია ფონდების დაყადაღებაზე

119
2025-03-20_00-52-38_613382

საზოგადოება არ გაჩერდება, მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს, – ამის შესახებ კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ საქველმოქმედო ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საპასუხოდ განაცხადა.

„საზოგადოება არ გაჩერდება, სოლიდარობა არ გაჩერდება. ჩვენ მოვძებნით ახალ გზებს, როგორ ვუშველოთ ერთმანეთს, როგორ გავაძლიეროთ ერთმანეთი. ვერავინ ვერასდროს ვერ დაგვიშლის, რომ ფული ავუკრიბოთ ერთმანეთს.

ვერავინ დაუშლის ემიგრანტებს, რომ ფული ინდივიდუალურ ანგარიშებზე გადმორიცხონ. მარტო ფონდების დაკეტვით დახმარების გაუქმებას ვერ შეძლებენ.

ჩვენ აქტიურად განვიხილავთ სხვადასხვა მოცემულობას, როგორ შეიძლება თანხის შეგროვება“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ვიდეო: „სინამდვილეში საერთოდ არაფერი არ გაჩერდება, უბრალოდ სხვა ფორმას მიიღებს“ – მარიამ გეგუჩაძე „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებაზე

ცნობისათვის, 17 მარტს, პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საგამოძიებო უწყების განცხადებაში წერია: „ე.წ. „ფონდები“ შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას – საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება“.

„ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, ბრალის წაყენებას… არ გამოვრიცხავ, მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მნიშვნელოვანია, პატიმრებმა იცოდნენ, რომ ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩებიან“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ამდენი თვე რატომ ელოდებოდა პროკურატურა თუ დამნაშავე ვიყავი? რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, პატიმრების საპატიმრო ბარათების შევსება ყოველთვე მოხდება“

„ე.წ. „ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის“ – პროკურატურა რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებაზე

ნინო წილოსანი: „ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა“

მამუკა მდინარაძე: როდესაც გეუბნებიან: „დააშავე, ჯარიმას გადაგიხდი “, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა – სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g