„მზის სადარო“ – ამ სახელწოდებით გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი ,,თეატრალურის კვარტეტის” და დავით მაზანაშვილის ბენდის, რომელთა რეპერტუარი გაჯერებული იყო ქართული ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებით.
კონცერტს ესწრებოდა მომღერალი თემურ თათარაშვილი, რომელიც სცენაზე მიიწვიეს ერთობლივი სიმღერისთვის, რომელიც გარდაცვლილ მომღერლებს, მამუკა ონაშვილის, ლევან კბილაშვილსა და ზურა ბაკურაძეს მიუძღვნეს.
„ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ის რაჭაში იმყოფებოდა, რა დროსაც 300 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა და დაიღუპა.
მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა, მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.
მომღერალი ლევან კბილაშვილი 21 ივნისს გარდაიცვალა.