LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სევდა გულში დაუგროვდა და გული გაუსკდა…თავს მუდამ დედოფლად გაგრძნობინებდა“ – ალეკო თეთრაშვილს მეგობრები იხსენებენ

432
2025-02-04_00-04-46_139608

სევდა გულში დაუგროვდა და გული გაუსკდა, – ალეკო თეთრაშვილს მეგობრები „დღის პოსტის“ ეთერში იხსენებენ.

გია ბაღაშვილის თქმით, ალეკო ალალი და სუფთა ადამიანი იყო.

„შინაგანი სისუფთავე, რომელიც მას ჰქონდა თვალებზე ეტყობოდა. ალალი გამოხედვა ჰქონდა. დავკარგეთ ადამიანი, რომელიც ალამაზებდა ჩვენს საზოგადოებას“, – საუბრობს გია ბაღაშვილი.

ბესო ჩუბინიძე ასევე ამბობს, რომ ალეკოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელზეც არ საუბრობდა.

„როდესაც სცენაზე ხარ და მხიარულობ, ყველას ჰგონია, რომ დარდი არ გაქვს. ეს ალბათ ნიჭიერებს შეუძლიათ. როდესაც ფარდა დაეშვება, მაშინ შენი პრობლემების წინაშე რჩები. ასეთი იყო ალეკო. ჯანმრთელობის პრობლემებზე არ საუბრობდა და ეს ძალიან რთულია“, – აღნიშნავს ბესო ჩუბინიძე.

„ალეკო თავს ყოველთვის დედოფლად გაგრძნობინებდა. მას სევდა ჰქონდა, თუმცა ამას ვერ შეამჩნევდით“, – ამბობს ნატუკა გულისაშვილი.

„ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს“ – მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

„აღარაა საოცარი ადამიანი… საოცრად დამენანა, ყველა დღესასწაულს მილოცავდა“ – თიკა ფაცაცია გარდაცვლილ ალეკო თეთრაშვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის

დათო არჩვაძემ ალეკო თეთრაშვილს ბოლო კლიპი, რომელშიც მსახიობი მონაწილეობს, ვერ აჩვენა: „ვერ მოვასწარი, ისე უცებ გაგვიფრინდა…“

magti 5g