ლელა წურწუმიამ ბათუმში სეზონი გახსნა.
პოპ-დივამ კონცერტი „სოჰოში“ გამართა და საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
„სოჰო“, რა თქმა უნდა, მსმენელს ვერ იტევდა – დარბაზი მომღერლის ჰიტებს ერთხმად მღეროდა.
აღსანიშნავია, რომ გარდა ბენდისა, ლელასთან ერთად სცენაზე ვიხილეთ მაკა ზამბახიძე, რომელიც პოპ-დივასთან დუეტში სცენაზე ბრწყინვალედ წარდგა.
„სეზონი გახსნილად გამომიცხადებია“ – წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში და კადრებს გვიზიარებს.