LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “შეიძლება შეცდომა დავუშვი…საქართველოსგან ამხელა ნეგატივს არ ველოდი” – ნინო ანანიაშვილი

739
BeFunky-collage - 2022-11-05T000605.444

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” სტუმარია.

გადაცემის წამყვანმა, ზურა გორგილაძემ ანანიაშვილს ჰკითხა, თუ რატომ გადაწყვიტა მან რუსეთში, ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელობა.

როგორც ნინო ანანიაშვილი კითხვის პასუხად აღნიშნავს, ეს იყო შესაძლებლობა ყველაფრის სხვა დონეზე დატრიალების.

“შეიძლება შეცდომა დავუშვი, მაგრამ ეს იყო შესაძლებლობა ყველაფრის სხვა დონეზე დატრიალების. ისინი მაძლევდნენ უფლებას, რომ საქართველოდან არ წავსულიყავი. ამის ფასი არაფერი იყო, ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, შემეძლებოდა გამეკეთებინა გასტროლები. ასევე გაკეთდებოდა დადგმები, რომლებიც ორივეგან გაიმართებოდა.

ვიცოდი, რომ ეს არავის მოეწონებოდა და რისკი იყო. თუმცა სხვანაირად მოხდა, არ მომეწონა სიტუაცია, რომელიც აქ ააგორეს ქართველებმა. ჩვენ დღეს ვართ ხელოვნება. ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ბევრ ადამიანზე მაქვს აღებული პასუხისმგებლობა. მტკივნეული თემაა. მე ამას შესაძლებლობად განვიხილავდი. საქართველოსგან ამხელა ნეგატივს არ ველოდი. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ გაიგო და მხარი დამიჭირა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ”, – საუბრობს ნინო ანანიაშვილი.

ამავე თემაზე:

ფოტოები: ზურა შევარდნაძემ ნინო ანანიაშვილის დასს პრემიერა მიულოცა და ულამაზესი სუფრა გააწყო

ნინო ანანიაშვილი: „ადრე რომ ჩამოვდიოდი, წითელ ხალიჩას მიგებდნენ და ახლა, რომ მოვდივარ, წითელ ხალიჩას მიკეცავენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები