მსახიობ ნანა სტამბოლიშვილს საქართველოში და უკვე თურქეთშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ სტამბოლიშვილი ქართულ ტრადიციებზე თურქულ სერიალში ხშირად საუბრობს ხოლმე.
მსახიობი თურქულ სერიალში „სხვისი შვილების“ ერთ-ერთ მორიგ სერიაში გოზინაყზე საუბრობს.
„შენ იცი, რა არის გოზინაყი? ახალ წელს ვამზადებთ“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი ქართულ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულზე.
სცენამ ქართულ გულშემატკივრებში დიდი მოწონება დაიმსახურა.