LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ კორონაც კი ვერ მოგერევა“ – 72 წლის არნოლდ შვარცენეგერი ,,შპაგატში” ჩაჯდა

111
shvarcnegernews

ლეგენდარულმა მსახიობმა, არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსის პანდემიის დროს არაერთი სახალისო ვიდეო შემოგვთავაზა. მან ველოსიპედით სეირნობისას პირბადე მოირგო, რომელსაც „ტერმონატორის“ სლოგანი ეწერა.

ფოტო: We’ll be back -  არნოლდ შვარცენეგერი „ტერმინატორის“ სლოგანიანი პირბადით სეირნობს

გასეირნების შემდეგ კი მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ აღნიშნული პირბადეების შეძენას ისინიც შეძლებდნენ. გაყიდული პირბადეებიდან შემოსული თანხა  საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება

როგორც ჩანს, მსახიობმა თვითიზოლაციის პერიოდში ვარჯიშს მოუმატა. სულ ცოტა ხნის წინ, არნოლდმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც ის მაგიდაზე ,,შპაგატში” ჯდება და მოქნილობას დემონსტრირებას უკეთებს.

„არნოლდ, უბერებელი ხარ“, „შენ კორონაც კი ვერ მოგერევა“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები