მსახიობმა, გადაცემა „პოსტ ალიონის“ წამყვანმა როლანდ ოქროპირიძემ, დღეს, დილის ეთერში ლადო ასათიანის ლექსი „უსათაურო“ წაიკითხა.
როგორც სიმღერის შესრულებით, ასევე ემოციურად წაკითხული ლექსითაც, მსახიობმა გადაცემის მაყურებელი აღაფრთოვანა.
„საოცარი ხმის ტემბრი აქვს!“, „განსაკუთრებული და განსხვავებული ხმა აქვს“, „შენგან ნათქვამი ლექსი სულისშემძვრელი ამოსუნთქვაა“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
🎶 როლიკო ოქროპირიძე – „უსათაურო“ (ლადო ასათიანი)
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on პარასკევი, 14 თებერვალი, 2025