სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი სტოროჟუკი სპექტაკლიდან „ქალები“ სახალისო მომენტს აქვეყნებს.
გურანდას როლის შემსრულებელ ეკა მჟავანაძის ცეკვას უამრავი გამოხმაურება აქვს.
რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლი რამდენიმე წლის წინ დაიდგა, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს და მაყურებლის მოწონებას და აღფრთოვანებას იმსახურებს.
„შეუდარებელია“,
„ეკა, მიყვარხარ“,
„სპექტაკლი რვა წლის წინ ვნახე და ეკა ისევ ისეთია“,
„საზღვარგარეთ ვარ და რომ ჩამოვალ აუცილებლად ვნახავ ამ სპექტაკლს“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლ „ქალების“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 2011 წელს შედგა.