მომღერალი ქრისტინე იმედაძე გამომწერებს შვილის, ტაისია ჯაკობიას მორიგ ვიდეოს უზიარებს. ამჯერად ვიდეოში ასახულია, როგორ მღერის ტაისია.
ქრისტინეს გამომწერები ტაისიას ნამღერით აღფრთოვანებულები არიან.
„შეუძლებელია, შესრულების ხარისხით და თავისუფლებით არ მოიხიბლო, მით უფრო როცა გრძნობ, რა მასშტაბის სიამოვნებით მღერის“
„სასწაული გოგოა“, – წერენ სოციალურ ქსელში.