LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „შრომა, რომელსაც თითოეულ ბგერაში ვდებ, სიმღერის დროს ტკბილ წუთებად გადაიქცევა… ფორტეპიანოზე ვაბოდებ – მინდა პიანისტი გავხდე“ – მათე მარტიაშვილი

244
მათე მარტიაშვილი

რადიო „ფორტუნას“ ვიდეორუბრიკის – „ფორტუნასთორის“ მორიგ ეპიზოდში ახალგაზრდა მომღერლის, მათე მარტიაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ გიყვებით.

მუსიკალური პროექტის – „რანინას“ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა „ფორტუნას“ მსმენელისა და მაყურებლისთვის, კიდევ ერთხელ შეასრულა ჯანსუღ კახიძის სიმღერა „ოღონდ შენთან მამყოფინა“, რომლითაც მათემ განსაკუთრებულად მოხიბლა მსმენელი.

ვიდეო: ,,ამ ბავშვმა დამატკბო…ხმა, შესრულება, მანერა, გარეგნობა, საოცრებაა” – მათე მარტიაშვილისა და ,,შავნაბადას” ნამღერი „ოღონდ შენთან მამყოფინა”

მათემ „ფორტუნასთან“ გულწრფელად ისაუბრა ემოციებზე, რომელიც სიმღერის დროს ეუფლება, სამომავლო გეგმებიც გაგვანდო და აღნიშნა, რომ სურს, პიანისტი გახდეს.

ამავე სიუჟეტში, მათე დედასთან, ასევე მომღერალ თინათინ ჭულუხაძესთან და პატარა ძმასთან – თომასთან ერთად ამღერდა.

„შრომა, რომელსაც თითოეულ ბგერაში ვდებ, სიმღერის დროს ტკბილ წუთებად გადაიქცევა“.

„ფორტეპიანოზე ვაბოდებ – მინდა პიანისტი გავხდე“, – აღნიშნავს მათე მარტიაშვილი.

ვიდეო: „უფალმა დალოცოს თქვენი დედაშვილობა“, „სასწაული ბიჭი ხარ, ბედნიერია შენი დედა“ – მათე მარტიაშვილის და თინა ჭულუხაძის ბრწყინვალე შესრულება

ვიდეო: „ტკბილხმიანი, საოცარი ბიჭი!“ – მათე მარტიაშვილის მიერ შესრულებული გოგი ცაბაძის ჰიტი და მოხიბლული მსმენელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g