საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს.
დოჰაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ლაშა ბექაური ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები.. ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე“
„მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი, და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა“
მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა მამაკაცებს შორის გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.