LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბექაური ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები.. ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე“

189
ლაშა ბექაური

კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ნაკრებიდან შეხვედრები ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ), ლაშა ბექაურმა (90კგ), გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიგეს.

წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ლაშა ბექაურმა ემოციური პოსტი განათავსა საკუთარ ფეისბუკგვერდზე და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

„მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ რომ საქართველო ჩემშია, და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო. მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი, და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა.

ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად როგორც გამარჯვება , ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!

 

მე იმ 300ის შთამომავალი ვარ!საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ რომ საქართველო ჩემშია,…

Posted by Lasha Bekauri on შაბათი, 13 მაისი, 2023

 

ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები, და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის რომ მომცა ის რითაც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო, და ჩემებმა იცოდნენ რომ მათ ჰყავთ ლაშა ბექაური პატარა და „ყველაზე დიდი ქვეყნიდან“, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს!!!“, – წერს ლაშა ბექაური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები