„მიმღერეს“ მორიგ ტურში მის ერთ-ერთ მონაწილეს, ნიკოლოზ კირვალიძეს თავისი ანსამბლის „შვიდკაცას“ წევრები შეუერთდნენ. მათ ცნობილი ქართული სიმღერების პოპური შეასრულეს და მაყურებლის ოვაციები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან „შვიდკაცამ“ სცენაზე ერთად ყოფნის 25 წლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა.