2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა – 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 3 ბავშვი.
გარდაცვლილებს შორის 4 ადამიანი რამაზ დავლაძის ოჯახის წევრი იყო, მან მომხდარი ტრაგედიის დროს მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.
როგორ აგრძელებს ცხოვრებას შვილთან, დემეტრესთან ერთად – რამაზ დავლაძემ ამის შესახებ ისაუბრა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“.
„ყოველდღიურობა ძალიან რთულია, მარტო ადამიანი ყველაფერში რთულია. ვუმკლავდები თუ არ ვუმკლავდები… ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობ, გამომივიდეს, რომ სწორად აღვზარდო. ისეთი შვილი მყავს, რომ მართლაც მიღირს ხვალინდელი დღე, მართლაც მიღირს სიცოცხლე და ჩემი არსებობა დღევანდელ რეალობაში. ძალიან მაგარი ბიჭია, კარგად სწავლობს, ცეკვაზე დადის, ფეხბურთს თამაშობს. რაც შეეხება დანარჩენს, რომ გათენდება, ერთი სული მაქვს, როდის დაღამდება, რთულია, ძალიან რთულია…“ – ამბობს რამაზ დავლაძე.
◽ რამაზ დავლაძე სტუმრად #პრაიმშოუში🤍 შვილის გამო მიღირს ხვალინდელი დღე, მიღირს სიცოცხლე და ჩემი არსებობა… ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ სწორად აღვზარდო… ◽ რამაზ დავლაძე სტუმრად #პრაიმშოუში
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
რამაზ დავლაძე: „გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები“