LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, ახლა კი…“: რამაზ დავლაძე

581
რამაზ დავლაძე

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რამაზ დავლაძე, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა, უბედური შემთხვევის შესახებ პირველად საუბრობს.

როგორც რამაზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის პროფესიით მშენებელია და როდესაც 1 ოქტომბერს მისი კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა მუშებს განუმარტა, რომ მზიდი კედელი არ დაენგრიათ.

„რა უნდა ვთქვა, დამენგრა ცხოვრება თავზე, ერთ წუთში გადამიწყდა ცხოვრება, უბედნიერესი კაცი ვიყავი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ვერ წარმომედგინა, მაგრამ ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება. რომ მივდიოდი ბულვარში მთელი ტროტუარი მიმქონდა. დამენგრა ცხოვრება, ცრემლს ვეღარ გავაჩერებ ჩემს თვალზე. ერი ბიჭი დამრჩა და ეგაა, რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრების და ამხელა ტკივილის გადატანის.

ქვემოთ აკეთებდნენ ხოლმე რაღაცას, უკაკუნებდნენ, მაგრამ თბილისში ვიყავი წასული და 2 რიცხვის მერე არ მინახავს არაფერი. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, ღმერთის მეშინია. მე პირველ რიცხვში მივედი მათთან ვინც იქ სამუშაოებს აკეთებდა და ვუთხარი, რომ ეს არის მზიდი კედელი და ამას ხელი არ მოკიდოთთქო. იქ მანამდე იყო 2 ოთახიანი ბინა და რომ ვნახე სამუშაოების დროს, ფაქტობრივად დიდი სივრცე დამხვდა, რომელსაც არც კედელი ჰქონდა და არც არაფერი. მე მშენებელი ვარ პროფესიით, არ იყო მანდ ისეთი დანგრეული იმ დროს, რომ რაიმეს კითხვის ნიშნები გამოეწვია, მაგ დროს მზიდი კედლები ადგილზე იყო, ეს ვნახე მე პირველში.

ტრაგედიის დღეს, ჩემი ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო, დილით გავიღვიძე, გამოვედი, ჩემმა მეუღლემ ბავშვს ჩააცვა და ბაღში წაიყვანა, რომ მოვიდა მე გავედი სახლიდან ჩემს საქმეზე, დაახლოებით ეს 10 საათზე მოხდა, თუმცა 12 საათზე მირეკავენ ასეთი ამბავიაო“, – აცხადებს რამაზ დავლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები