„დილა მშვიდობისა საქართველო“ ესტუმრა მომღერალ ლაშა ღლონტს, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ შვილიშვილები ხშირად რჩებიან მასთან:
„ყველაზე დიდი სითბო და სიტკბოა, როცა შვილიშვილი ჩაგეხუტება, მოგეფერება და დალოცვილია მისთვისაც და შენთვისაც ის დღე…“
ლაშა შვილიშვილ გოგონასთან ერთად ამღერდა, რომელსაც სულ მცირე ასაკიდან აქვს კარგი მუსიკალური სმენა:
„პირველი შვილიშვილი არის მამუჩიკო მაისურაძე, რვა წლის, მეორე კი, პატარა ანდრა მაისურაძე, 4 წლის. მარტო მას ჰქვია ანდრა…“
„ვგიჟდები ბაბუასთან ერთად ყოფნაზე, ანდრა უფრო დედასთან და მამასთან ერთად არის. მე სიმღერა კი მიყვარს, მაგრამ არ მინდა, მომღერალი რომ გამოვიდა. შარშან მოქანდაკეობა მინდოდა, ახლა მომინდა, რომ მსახიობი გავხდე… ერთი სპექტაკლი ნათამაშები მაქვს, „შობი ღამე“, აღნიშნავს მამუჩიკო.
ანდრას კი სურს, რომ ექიმი გამოვიდეს, როგორც ბაბუა.
