LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,სიმღერაში ვამბობ, რომ მე გადავარჩენ სიყვარულს…” – ნუცა ბუზალაძე ,,ევროვიზიის” სიმღერის კლიპიდან კადრებს გვიზიარებს

754
befunky-collage-2024-03-11t005020.275-2024-03-11_00-50-26_842313

ნუცა ბუზალაძის „ევროვიზიის“ სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია 11 მარტს გაიმართება.

კადრებს კლიპიდან სოციალურ ქსელში თავად ნუცა ბუზალაძე გვიზიარებს.

,,მე ვებრძვი ცეცხლს და ვცდილობ ჩავაქრო ის. ამ ცეცხლში იგულისხმება ყველაფერი, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ომები, შური, ზიზღი და ადამიანების მიერ ერთმანეთის უპატივცემულობა. სიმღერაში ვამბობ, რომ მე გადავარჩენ სიყვარულს. ვეცადეთ კლიპისთვის ბრძოლისუნარიანობის და უშიშრობის ხასიათი მიგვეცა. საკმაოდ ძლიერი გამოდის”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.

მომღერალი მართლაც ცეცხლოვანია და საოცარ ფორმაშია.

ცნობისთვის, ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე, „ევროვიზიაზე“ საქართველოს 2024 წელს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე საოცარ ფორმაშია – მომღერალი ცეკვის კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: ცნობილია, როდის გაიმართება ნუცა ბუზალაძის „ევროვიზიის“ სიმღერის პრეზენტაცია – მომღერალი კლიპის კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები