LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სინგაპურის პრემიერ მინისტრმა ლი ჰსიენ ლოუნგმა COVID-19 ვაქცინა პირველმა ჩაიტარა და თავს კარგად გრძნობს

141
sing

სინგაპურის პრემიერ მინისტრმა ლი ჰსიენ ლოუნგმა COVID-19 ვაქცინა პირველმა ჩაიტარა. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

”ამ დილით ჰოსპიტალში ვიყავი და ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. საკმაოდ უმტკივნეულო იყო. ვაქცინის მიღებიდან 30 წუთი ვაკვირდებოდი შედეგს, მაგრამ სიამოვნებით ვატყობინებ საზოგადოებას, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და გვერდითი მოვლენები არ მაქვს” – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და იმედია სინგაპურელები და გრძელვადიანი მაცხოვრებლები ვაქცინაციას მიიღებენ, როდესაც მათი რიგი მოვა. ამითი ადამიანები უსაფრთოდ იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ სინგაპურს ამ დრომდე მხოლოდ ერთი, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს დამტკიცებული.

რაც შეეხება, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 58 813 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 29 ადამიანი.

იხ. ვიდეო:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g