LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სიტყვებს ვერ ვუყრი თავს…მთავარია ცოცხალია“ – ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს

467
2025-07-06_00-28-04_495989

ქართველი ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს.

როგორც მისი მეუღლე, სალი წვერავა გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს ამჟამად გიორგის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება…ფიზიკურად კარგად არის, თუმცა მისი მენტალური ჯანმრთელობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!

მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!

რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა.

რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა

რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…“, – წერს სალი წვერავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g