პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე კოლექტიური თავდასხმების ორგანიზატორობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ იმ მოძალადეების უკან, რომლებიც „მოქალაქეებს სახლში უვარდებიან და ძალადობენ“ დიმიტრი სამხარაძე უდგას.
ლევან ხაბეიშვილი: „დიტო სამხარაძის, აი, ის ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად, ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავ-პირის ლეწვა“
„ვისაც სახის, ცხვირის ძვლებს უტეხავთ, შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს გამთელდება“.
ამ კომენტარს დიმიტრი სამხარაძის გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც ლევან ხაბეიშვილის მისამართით შეიგინა და ფიზიკური დაპირისპირება სცადა, თუმცა დეპუტატებმა ვითარების განმუხტვა მოახერხეს.