LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოლოლაკი და აბანოთუბანში“ ჩემი სიტყვებიც დავამატე…“ – თამარ კოტეტიშვილს ცნობილი ვიდეო მეუღლემ გადაუღო

183
7bff436c-173a-4de3-a28a-8ab60098f5a3

ექიმი და მუსიკოსი თამარ კოტეტიშვილი „დღის პოსტს“ ესტუმრა და საკუთარ სასიმღერო უნარებსა და ექიმის პროფესიაზე ისაუბრა:

„ცოტ-ცოტას ვაკლებ და ვიპარავ ორივე პროფესიიდან (იღიმის). ჩემი შინაგანი განტვირთვის ერთადერთი საშუალებაა. ისე კი არა, რომ გავერთო, თუკი ვერ გამოვთქვი და ვერ გამოვხატე, ის, რაც დამიგროვდა, ამას სიმღერით ვახერხებ. საკმაოდ ბრაზიანი ადამიანი ვარ, მერე კი, როცა ვიმღერებ, ემოციისგან დაცლის ერთადერთი საშუალებაა. ბებიაჩემი როგორც მღეროდა, ზუსტად იგივე გამომყვა. რა თქმა უნდა, მუსიკა გენეტიკაც არის. წლინახევრის ან ორი წლის ვიყავი უკვე, როცა ბებიასთან ერთად დუეტში ვმღეროდი. დიდ სუფრებზე სკამზე შემაყენებდნენ და სულ ვმღეროდი…“

თამარ კოტეტიშვილი იხსენებს, როგორ შეასრულა სიმღერა „სოლოლაკი და აბანოთუბანი“, რომელმაც მთელი სოცქსელები მოიცვა, ვიდეო კი მისმა მეუღლემ გადაიღო:

„ხარატზე ვგიჟდები, უნიჭიერესი ბიჭია, ამ სიმღერას იმდენად სწრაფად მღეროდა, რომ ტექსტი ვერ აღვიქვი, „ზურნა, დუდუკი, ქეიფობს უბანი“ ჩემი დაწერილია, მე მივამატე. ჩემი მეუღლე ტელევიზორს უყურებდა, ორჯერ გავიმეორე, მითხრა, ეს რა მაგარი რაღაცააო, არ უყვარს ამ სტილის სიმღერები. ის ნაწილები, რაც არ იყო მუსიკალურად ჩემი, მოვხსენი. ჩემმა მეუღლემ გადამიღო ვიდეო და მთელი სოციალური ქსელები მოიცვა. „მიმღერეში“ აშუღური სალაღობო სიმღერის ტურში თავიდანვე მითხრა რატიმ, ამ სტილს ვერ ვიმღერებო და შენ გაართე ხალხიო და ერთი წელია, კი ვართობ ხალხს (იცინის)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g