სპეცრაზმელებმა აქციის ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქე წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ირაკლი გელეიშვილი გვიზიარებს.
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული.
ამ წუთებში პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაა.
სპეცრაზმელები „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ