მარი ნაკანი ოთხშაბათს „ნანუკას შოუს“ სტუმარი იქნება, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრებს.
გადაცემაში მარი მეუღლესთან დაშორების ამბავს შეეხება.
როგორც ფოტოგრაფი ამბობს, გიორგი ურთიერთობის დასაწყისში მისი მისამართით გამოგზავნილი რომანტიკული წერილებით შეუყვარდა, ურთიერთობა კი წყვილმა Chatgpt-ის წერილებით დაასრულა, რასაც მამასახლისი ნაკანს კლინიკაში ყოფნისას უგზავნიდა.
„წერილებით შემიყვარდა ტიპი, რომელიც არ მინახავს…და საბოლოო ჯამში, 21 წლის მერე რომ დავშორდით, ძალიან ისეთი რაღაც უნდა გითხრა. გიორგის არ ვიცი რა დაემართა, ვერ ვხვდები მე პირადად, ჯერ კიდევ ვერ ამოვიცანი რა ფენომენია. ბოლოს ცუდად რომ ვიყავი, ჩიხში რომ შევედით მე და გიორგი, სტაციონარში ვიწექი, მესიჯებს მწერდა, Chatgpt-ის დაწერილს. ტიპი, რომელიც შემიყვარდა წერილების გამო, როგორ მაგრად წერდა, ბოლოს დავშორდით Chatgpt-ის წერილებით,“ – აღნიშნა მარი ნაკანიმ.
„გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე?“ – მარი ნაკანი
