პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, შეხლა-შემოხლა საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში გაგრძელდა.
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა – მას თავში ურტყეს. დაპირისპირების კადრები მედიაში ვრცელდება.
„სულ თავში მირტყეს.. სულ ვცდილობდი, მეთანამშრომლა, ადამიანურად მეპალარაკა, რუსეთში მიგვათრევენ. ამოვიდა ყელში, მივეცი ერთი ცხვირ-პირში იმ რუსის აგენტს და გამიგდეს. ყელში ამომივიდა და ჩავცხე.
გავილახე? მეტად გავილახები, კაცო, უარესად გავილახები, არა უშავს, საქართველოს ენაცვალოს ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
‼️‼️ როგორ გაუსწორდნენ ალეკო ელისაშვილს ოცნების დეპუტატები
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 15 აპრილი, 2024